2024-04-09 17:20:55, 256 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)" (ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე") რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. „ბორდერიზაციის" ფონზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა სუვერენიტეტი, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული და უკანონოა „ბორდერიზაციის" პროცესი. შესაბამისად, უკანონოდ და ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოქმედი დე ფაქტო ორგანოების მხრიდან დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ბორდერიზაციის" პირობებში განგრძობითად და სისტემურად ირღვევა შემდეგი უფლებები: სიცოცხლის უფლება, წამების/არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება უკანონო დაკავებების/პატიმრობის კონტექსტში, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრებისა და განათლების უფლებები და მიმოსვლის თავისუფლება. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით:
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|