2024-04-08 15:27:32, 250 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მედიანური ფასებით მოხდება იმ ენერგოპროექტების მხარდაჭერა, რომელთა განხორციელებაც ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში 800 მეგავატ სიმძლავრეზე ჩატარებული მეორე აუქციონის მაღალი კონკურენციის შედეგად გამოიკვეთა ის კონკურენტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რა ფასადაც შესაძლებელია განხორციელდეს განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერა და წახალისება. აქედან გამომდინარე, გვეძლევა საშუალება, მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების იმ ტარიფად განხორციელება, რა მედიანური ტარიფიც დაფიქსირდა სიმძლავრის აუქციონში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა პროექტს, რომელსაც აქვს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური განხორციელების მიზანშეწონილობა და ამ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მთავრობა მედიანური ფასებით მხარს დაუჭერს. მისივე განმარტებით, საფასო მხარდაჭერა ენერგეტიკულ პროექტებს მეტ საშუალებას მისცემს, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და ახალი მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გახდეს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი. მედიანური, ფიქსირებული ფასით ენერგოპროექტების მხარდაჭერის ინიციატივაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაიწყებს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებას, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|