2024-04-04 17:20:07, 286 ნახვა
ეკონომიკა
AWS User Group-ის ტექ კომუნის შეხვედრა „თიბისის“ და Space International-ის მხარდაჭერით ჩატარდა
3 აპრილს, თბილისში, AWS User Group-ის ორგანიზებით და „თიბისის“ და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმის ინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect. შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. „თიბისი“უკვე მეორედ მართავს ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას. ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა რა სარგებელი მოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამ ტექნოლოგიების მომხმარებელ ტექ პროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან. ასევე, მიეღოთ ინფორმაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის და კონტეინერების ორკესტრირების შესახებ. შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას. ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:
AWS User Group-ის „თიბისის“ და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა და განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში. ავტორი: R (რეკლამა), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|