2024-04-03 15:02:07, 307 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდის და სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდის და სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების ეფექტიან განხილვას შედეგზე ორიენტირებული, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. "შეხვედრაზე მხარეებმა აგროდაზღვევის, სურსათის უვნებლობის, ასევე, ღვინის ექსპორტის დამატებითი წახალისების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|