20:40 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 17:15:20, 306 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძემ და გიორგი არსოშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,112"-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის  მიზანია ცენტრსა და აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად,  112 აეროპორტების გაერთიანების მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.

"მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება სერვის პლიუსის და სტრესის მართვის ტრენინგების ჩატარება, ასევე სხვა იმ სერვისებთან დაკავშირებული ტრენინგების, რომელიც მგზავრთან ურთიერთობისას არის საჭირო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-თან ჩვენი თანამშრომლობა არის პრეცედენტული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცენტრის ხელმძღვანელობას ამ თანამშრომლობისა და შესაძლებლობისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ მსგავსი ფორმატით ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 სასწავლო ტრენინგები სერვის პლიუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებისთვის ჩატარება იგეგმება.  საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics