2024-03-28 16:59:38, 398 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს
ზუსტად შვიდი წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ბევრი ელოდა საქართველოდან მასობრივ გამოსვლას, მაგრამ ამ თვალსაზრისით, უვიზო მიმოსვლამ მხოლოდ ახალი ჰორიზონტები გახსნა და მოქალაქეებს ფართო შესაძლებლობები მოუტანა". „ახლა, ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული ათწლიანი პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს. ჩვენ დავამყარეთ უვიზო ან გამარტივაბეული სავიზო მიმოსვლა მრავალ ქვეყანასთნ, მათ შორის ჩინეთთან და მტკიცედ ვაგრძელებთ მსგავსი პარტნიორობის ხელშეწყობას სხვა ქვეყნებთან, რათა სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის სიკეთეები კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, „პასპორტის გლობალურ ინდექსში“ ქართული პასპორტი 51-ე ადგილს იკავებს, ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 122 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ. და რაღა თქმა უნდა, გველოდეთ EURO-2024-ზე“,- წერს შალვა პაპუაშვილი. ავტორი: ექსპრესნიუსი, ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება
ორბანი - ევროპაში სიტყვის თავისუფლება ცუდ მდგომარეობაშია
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|