12:19 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 14:38:25, 295 ნახვა

საზოგადოება
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი

ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, ქართული ღვინო საფრანგეთის  ღვინისა და გასტრონომიის რამდენიმე პრესტიჟულ ფესტივალზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით იყო წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ ქალაქ მარსელში, „LA FETE des VINS et de la GASTRONOMI“ ქალაქ ტულონში, ხოლო „SALON DU VIN POUR PROFESSIONNELS“ ქალაქ ნიცაში გაიმართა.

„კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ ფესტივალების სტუმრებს რვა ქართული ღვინის კომპანიის ის ღვინოები გააცნო, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება  მზარდია“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ლიტვის პრეზიდენტი - საქართველო, არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს
საპატრიარქო - წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics