15:05 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 23:56:26, 355 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. რუსთავი 2 -ის საქმეზე 2 წლიანი ნეგატიური კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ, სტრასბურგში ითქვა, რომ სახელმწიფო მართალია, ანუ სასამართლო ორი წლის განმავლობაში აზიანეს ტყუილი ნარატივით. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ტყუილი ნარატივი აღმოჩნდა, როცა განსახილველადაც არ მიიღო სტრასბურგმა, დადასტურდა, რომ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ, ახლა უკვე ეგრეთ წოდებულს რომ ვუწოდებთ სავსებით სამართლიანად, მისი შეწყალებაც ამ ნარატივის ნაწილი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ყოველ მომდევნო ჯერზე სტრასბურგი ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის პირნათელი ყველა საქმის და თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.

„სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არის კლანი, იქ ხდება უბედურება. სინამდვილეში ობიექტური გადაწყვეტილება, ფაქტები, მტკიცებულება და სტრასბურგიც ამას ადასტურებს, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. გამოკითხვები ადასტურებს, რომ სასამართლო წინ არის რამდენიმე ათეული პუნქტით, ყოველ ჯერზე ახალი კვლევა და დასკვნა იდება და რეიტინგებიც მიდის წინ და წინ.

ანუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სასამართლო მიდის წინ, დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება და გეუბნებიან გინდა თუ არა ახლა უნდა შეამოწმოს უცხოელმა ექსპერტმა, იმ უცხოელ ექსპერტებში ვიღაცებმა რაღაცები დაალაგონ თავისი პატრონების და მეგობრების მეშვეობით და ამ ქართულ სასამართლოში გაიგე მერე შენ კეთილსინდისიერად ამოწმებენ თუ ვიღაცებს სახლში არაკეთილსინდისიერად უშვებენ, რომ სასამართლოს ბერკეტი ჩაიგდონ ხელში. რა გამოდის იცით? თუ მოგვცემთ სასამართლოს კაი ბიჭები და გოგოები იქნებით და თუ არ მოგვცემთ სასამართლოს ცუდი ბიჭები და გოგოები იქნებით. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი სენატორების წერილზე - თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები დახურულ კარს მიღმა უნდა იქნას განხილული
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ - პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics