22:38 - 28 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-24 15:47:48, 416 ნახვა

პოლიტიკა
„ახალი“ - ჩვენი არჩევანია საქართველოს EU-ში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება

ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით, ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური პარტია "ახალი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "სწორედ ამიტომ, ცვლილება თითოეული მოქაალქის მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს".

"2024 წლის 22 მარტს, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი გადაედგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისთვის" საკითხი დახურულია და მმართველი პარტია არ აპირებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე აუცილებელი რეფორმების გატარებას. ასევე, დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე დასანქცირებულმა სასამართლო კლანმა ერთი-ერთში გაიმეორა მმართველი პარტიის დეზინფორმაციული გზავნილები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმების დისკრედიტაციის მიზნით. ეს კი ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე ღიად უარის თქმას ნიშნავს.

ევროკავშირი არის ღირებულებებზე, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური ერთობა. რუსეთისგან განსხვავებით, ის სხვა სახელმწიფოებს აღიქვამს თანასწორ პარტნიორებად და პატივს სცემს ხალხის არჩევანს. ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის.

სწორედ ამიტომ, ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის მთავარ პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს გახდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრად, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს კეთილდღეობას, უსაფრთხო გარემოს, ბედნიერებისა და მშვიდობის მყარ და სამუდამო გარანტიებს",- აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციის ორგანიზატორები - თუ პარლამენტი 29 აპრილს „რუსული კანონის“ მეორე პლენარულ მოსმენას ჩანიშნავს, წინ აღვუდგებით
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება
რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics