14:02 - 28 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-23 14:00:58, 347 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ამ სისტემაზეა დამოკიდებული საქართველოს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების ხარისხის დონე

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოთხოვნას, რომ საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა და ყველა იმ დანიშნულმა პირმა და არჩეულმა პირმა, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი მოთხოვნა იყო კეთილსინდისიერების სისტემის შემოწმების ამოქმედება, პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყება.

ამ კონტექსტში, სწორედ ამ სისტემაზეა დამოკიდებული საქართველოს სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების ხარისხის დონე და კორუფციისგან თავისუფალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უზენაესი სასამართლო სისტემა", - ამბობს დეკანოიძე.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი უნდა მოიცავდეს მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისაც უნდა წარიმართოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა
112“-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელები ეწვივნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics