01:02 - 28 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 22:35:53, 400 ნახვა

პოლიტიკა
სტანო - საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე არიან

სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამია, სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების მოხსენებაშია აღნიშნული.

"სასამართლო სისტემაში რომ აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან - კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოების თავმჯდომარეები. შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტები.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი შეხედულება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემაზე. მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე წინსვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების შეხვდა
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics