21:19 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 15:54:07, 349 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე ენმ-ზე - ფულზე გაყიდული უსამშობლო ადამიანები არიან

"ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც არ იყო ვიზალიბერალიზაცია, 247 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა. "ქართული ოცნების" პერიოდში, 5-ჯერ ნაკლები მოქალაქეა ქვეყნიდან გასული - ეს არის 47 ათასი მოქალაქე, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

ხუნდაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემცირდა სიღარიბე და სოციალური ბიუჯეტი გაიზარდა".

მისივე თქმით, "ენმ-ი, საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მიზნით, აღნიშნული თემებით სპეკულირებს და დეზინფორმაციას ავრცელებს".

"ესენი არიან ფულზე გაყიდული, ფულზე დამოკიდებული უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არც შობადობა, არც დემოგრაფია, არც ქვეყნის პერსპექტივა არ აინტერესებთ. სწყურიათ მხოლოდ სისხლი და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და სწორედ იმიტომ ერგებიან გარე ძალებს, რომ იმ გარე ძალებსაც არ აწყობს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების იცავს. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ ასეთი ცრუპენტელების ტყუილი არ დაიჯეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში  ქვეყანა ძალიან სახიფათო ველზე გავა ამათ ხელში", - თქვა ხუნდაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების შეხვდა
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics