19:25 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 14:01:11, 393 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი - ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს

დასამალი არაა, რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი - ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას.

თბილისის მერის განმარტებით, „ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ".

„ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას. მეორე ფრონტთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, სჯობს, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული საქმეები და გადადგმული ნაბიჯებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რომ "ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" გადარჩენის შანსი აქვს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება
ორბანი - ევროპაში სიტყვის თავისუფლება ცუდ მდგომარეობაშია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics