18:08 - 28 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 13:43:36, 368 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - მივმართავთ ყველა შესაძლებლობას, რომ უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა ხმის მიცემა მარტივად შეძლონ

დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთოს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული "საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის" თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია, საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. 

მინისტრის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არ ემსახურება.

„საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს",- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისთვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს - კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით; მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და მომსახურება უფასოა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები/საკონსულო დაწესებულებები მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რეგულარული ხასიათი აქვს თანამემამულეებთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. საკუთრივ ჩვენს საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებებისა და სხვადასხვა საკონსულო სერვისის შესახებ. საკონსულო თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობენ, მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისთვის რამე არასასურველ სამართლებრივ შედეგს, ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, სამწუხაროდ, კვლავ დაბალია...

განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რამე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას",- თქვა დარჩიაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მღვდელმთავარი ე.წ გამჭირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს იუდას ადარებს
რუსეთის რეჟიმმა Associated Press და Reuters-ის ჟურნალისტები დააკავეს
მმართველი პარტია, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოვებულ სხდომას მართავს
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics