2024-03-22 12:02:10, 497 ნახვა
High - Tech
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Apple სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებაში დაადანაშაულა. დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ კომპანიამ გამოიყენა კონტროლი iPhone-ზე, რათა შეეზღუდა კონკურენტებისა და მომხმარებლების შესაძლებლობები. ნიუ ჯერსის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი Apple-ს ადანაშაულებს მოწყობილობებისა და აპლიკაციების ფუნქციონირების მიზანმიმართულ შეზღუდვაში, რამაც შეიძლება მომხმარებლები ნაკლებად დამოკიდებულნი გახადოს iPhone-ზე. კერძოდ, კომპანიამ დაბლოკა აპლიკაციები ფართო ფუნქციონირებით, ჩაახშო მობილური ღრუბლოვანი ნაკადის სერვისები, შეზღუდა მესამე მხარის ციფრული საფულეები და შეზღუდა სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ჭკვიანი საათების ფუნქციონირება. ეს არის მესამე ანტიმონოპოლიური სარჩელი Apple-ის წინააღმდეგ, რომელიც შეიტანა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2009 წლიდან. ევროპაში, Apple იძულებული გახდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა ციფრული ბაზრების აქტის მიღების შემდეგ, მათ შორის, დეველოპერებს საშუალება მისცეს თავიანთი iOS აპლიკაციების პოპულარიზაცია ალტერნატიულ აპლიკაციების მაღაზიებში. ავტორი: ექსპრესნიუსი, პუტინმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლების რუსული ბიზნესი Bosch და Ariston გაზპრომს გადასცა
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ლიტვის პრეზიდენტი - საქართველო, არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს
საპატრიარქო - წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად
|
ომი უკრაინაშიWelt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|