2024-03-17 13:30:11, 544 ნახვა
სხვადასხვა
დონალდ ტრამპი ამერიკას სისხლის აბაზანით დაემუქრა, თუ ის ვერ გაიმარჯვებს
45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „სისხლის აბაზანა“ ექნება, თუ ის ნოემბრის არჩევნებში დამარცხდება, იუწყება CNBC. „თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბანო იქნება. და ეს ყველაზე მცირეა რაც მოხდება. ეს იქნება სისხლის აბაზანა ქვეყნისთვის“, - თქვა მან თავის მხარდამჭერებთან საუბრისას დეიტონში, ოჰაიოს შტატი. „თქვენ თუ ისმენთ, პრეზიდენტო სი, მე და თქვენ ხომ მეგობრები ვართ. თქვენ გესმით, როგორ ვმართავ საქმეებს. თქვენ მექსიკაში ახლა მონსტრ ავტომწარმოებელ ქარხნებს აშენებთ, არ აპირებთ ამერიკელების დაქირავებას და გინდათ, მანქანები ჩვენ მოგვყიდოთ. არა, ჩვენ დავაწესებთ 100-პროცენტიან ტარიფს თითოეულ მანქანაზე და თქვენ ვერ გაყიდით ამ მანქანებს, თუ მე ამირჩევენ“, – თქვა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს. მილიარდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის არჩევნები. აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს. მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა „ენბისი ნიუსს“ განუმარტა, რომ ბაიდენის პოლიტიკა „ეკონომიკურ სისხლის ნიაღვარს“ შექმნის ავტოინდუსტრიისთვის. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მათში მონაწილეობას აპირებენ ტრამპიც და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. პირველი დარჩა მისი პარტიიდან წარდგენის ერთადერთ კანდიდატად, მეორე ლიდერია დემოკრატებს შორის. მარტის დასაწყისში The New York Times-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43%-მა გამოთქვა სურვილი, ხმა მისცეს ბაიდენს, ხოლო 48%-მა ტრამპს. ავტორი: ექსპრესნიუსი, საჰაერო განგაშის გამო, კიევში რობერტა მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა
გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა
„ვეღარ ვხედავ ჩემს როლს - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“ - საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
მდინარაძე - საამაყოა ისეთი დაფინანსებით საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ეროვნულ საქმესაც ემსახურება
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|