00:29 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 10:11:00, 420 ნახვა

სამართალი
„საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი“ - საგამოძიებო სამსახურმა 2 პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა 2 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.

"დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი.

გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტთან კვლავ დაპირისპირებაა, პოლიციამ წიწაკის სპრეი ისევ გამოიყენა - ვიდეო
შსს - აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა
პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა
პარლამეტის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics