2024-02-16 20:52:02, 438 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი ვიზიტი მან ვაზიანში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით ბრიგადაში განახორციელა. სამხედრო ბაზაზე არსებული მდგომარეობა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს. "თავდაცვის მინისტრს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარუდგინა. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე პროექტების შესახებ. ირაკლი ჩიქოვანმა მხარდაჭერა აღუთქვა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაში. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ეკიპირება დაათვალიერა. მინისტრი განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი და ჯავშანტექნიკის საცავები მოინახულა. მინისტრი სამხედრო მოსამსახურეების კვებითი უზრუნველყოფის პირობებსაც გაეცნო და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა
„ვეღარ ვხედავ ჩემს როლს - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“ - საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
მდინარაძე - საამაყოა ისეთი დაფინანსებით საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ეროვნულ საქმესაც ემსახურება
პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|