2023-11-25 12:56:20, 1675 ნახვა
სპორტი
ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბათუმის „დინამო" სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს გამარჯვება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირადად მიულოცა. "ყველა ბათუმელს და ბათუმის დინამოს გულშემატკივარს მინდა მივულოცო გამარჯვება. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ჩემპიონობა ჩვენი გუნდის 100 წლისთავს დაემთხვა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ 4 წელიწადში უკვე მეორედ გვეზეიმა ჩემპიონობა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, გუნდის მესვეურებს. შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვების ისტორია, რომელიც დაწერა ბათუმის დინამომ, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ წინ გვაქვს თასის ფინალი. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ძალიან ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქალაქი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის მთავარი ამოცანაა, რომ ბათუმის დინამოს დავეხმაროთ მის შემდგომ განვითარებაში, რომელიც იქნება ევრო-ტურნირებზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო "შავი ზღვის პირატებს", რომლებიც ყოველ თამაშზე როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე ჩვენს გუნდს ამხნევებენ და ჩვენი გუნდი გამორჩეულია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ყველგან თავისი ბრძოლისუნარიანობით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის დინამომ ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელები ქვეყნის ჩემპიონები პირველად 2021 წელს გახდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
სუს-ი - სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|