2023-07-20 14:01:24, 1188 ნახვა
Lifestyle
არიანა გრანდე და დალტონ გომესი ერთმანეთს დაშორდნენ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. TMZ იყო პირველი მედია წყარო, რომელმაც ეს სიახლე გაავრცელა. როგორც გამოცემა იუწყება, წყვილი 2023 წლის იანვრის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობს, ახლა კი უკვე ფორმალურად განქორწინებასაც აპირებენ. იგივე ინფორმაციას იუწყება ჟურნალი People, რომლის სტატიაშიც აღნიშნულია, რომ გრანდე და გომესი 2023 წლის შემდეგ ერთად აღარ არიან. Billboard არიანა გრანდეს ოფიციალურ წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა ვარსკვლავს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. მომღერალი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადა ფილმის, სახელწოდებით Wicked გადაღებები მიმდინარეობს. 16 ივლისს გრანდე ფოტოგრაფებმა „უიმბლდონის ტურნირის“ თამაშზე დააფიქსირეს. როგორც ფოტოებში ჩანს, გრანდეს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. გრანდე უიმბლდონის ჩემპიონატზე ენდრიუ გარფილდის, ტომ ჰიდლსტონის და ჯონათან ბეილის გვერდით იჯდა. არიანა გრანდე და ძვირადღირებული უძრავი ქონების აგენტი, 27 წლის დალტონ გომესი 2021 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ნიშნობა 2020 წელს ჰქონდა. როგორც ცნობილია ნიშნობამდე გრანდე და გომესი ერთმანეთს დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|