2023-07-05 11:10:28, 1282 ნახვა
სპორტი
ბაიერნი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული
ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ბაიერნში გადავიდეს. პატივცემული სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, 22 წლის მეკარე მიუნხენური კლუბის პოტენციური სატრანსფერო მიზნების სიაშია. მისი თქმით, ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს. თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია ბაიერნში გადასვლით. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, მამარდაშვილით ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებული. მეკარე საქართველოს ნაკრებში თამაშობს. პარალელურად, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთანაც ევრო 2023-ის 1/4 ფინალში გავიდა. გასულ სეზონში მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით ლა ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაუშვა და 7-ჯერ შეინახა კარი. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|