2023-05-12 11:08:32, 1406 ნახვა
Lifestyle
საქართველო ევროვიზია 2023-ის ფინალში ვერ გადავიდა - ვიდეო
ევროვიზიის ფინალში საქართველო კვლავ ვერ გავიდა. ლივერპულში გამართული შეჯიბრის მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა მე-11 ნომერში წარსდგა მაყურებლის წინაშე, მან სიმღერა „ეხო“ შეასრულა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ირუ მიუბრუნდა მაყურებელს: „გმადლობთ, ევროპა! საქართველო, მიყვარხარ! - თქვა მან. მეორე ნახევარფინალში გასული 16 მონაწილედან ფინალში 10 გავიდა: ესტონეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ბელგია, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 13 მაისს ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, სერბეთი და ნორვეგია გავიდნენ. დიდი ხუთეული (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი) და შარშანდელი გამარჯვებული ქვეყანა (უკრაინა) ავტომატურად გადიან ფინალში. ბოლოს საქართველომ ევროვიზიის ფინალში გასვლა 2016 წელს შეძლო. მაშინ ქვეყანას წარმოადგენდნენ ნიკა კოჩაროვი და ახალგაზრდა ქართველი ლოლიტასი სიმღერით "შუაღამის ოქრო". ავტორი: ექსპრესნიუსი, გვარამია - ჩვენ პირისპირ კანიბალური რუსეთი და მისი მარიონეტული პროვინციული დიქტატურაა - საქართველო უპირველეს ყოვლისა!
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
ბოკუჩავა - რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, ივანიშვილის მარცხით დასრულდება
პაპუაშვილი - მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|