04:07 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 02:49:13, 1288 ნახვა

კულტურა
პირველი მსოფლიო ომის ფოტოქრონიკა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პირველი მსოფლიო ომის მოწყალების დის, პირველი ფოტოდოკუმენტალისტი ქალის, ნინო ჯორჯაძის ფოტოების გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიცია „ნინო ჯორჯაძე კავკასიის ფრონტი /1914 - 1918/" ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს" ნაწილია.

ნინო ჯორჯაძე პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის ორგანიზაციის ეგიდით მოხალისედ წავიდა და მოწყალების დად მსახურობდა. მან კავკასიის ფრონტის ფოტოქრონიკა მისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის, „კოდაკის" ფოტოაპარატით შექმნა. მის ობიექტივში მოხვდა ომის ყოველდღიურობა: ექსტრემალური სიტუაციები, სამხედრო პირები, დაჭრილები, ლტოლვილები, ექიმები.

გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი. საოჯახო არქივის მფლობელები არიან: თამარ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბაგრატიონი.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 21 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics