2023-04-04 23:54:43, 1322 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე - თავისი საქმის პროფესიონალია, რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში
ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ ახლობელს წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ, რაც შეეხება ჩემს დისშვილს, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მისი დისშვილის ნათია ჯულაყიძის სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე დანიშვნას. მისივე თქმით, გაუგებარია რატომ უნდა დაისაჯოს მისი დისშვილი მხოლოდ იმიტომ რომ მას ალეკო ელისაშვილთან ნათესაური კავშირი აქვს. ელისაშვილმა დასძინა, რომ მას ბევრი ნათესავი ჰყავს, მაგრამ არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არ გაუწევია, მათ შორის არც ნათიასთვის. "ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა და ებარა რამე, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს, არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არსად არ გამიწევია, არასდროს არავინ არსად არ დამინიშნავს, მათ შორის, ჩემი დისშვილი. დაუძახეთ ჩემს დისშვილს, კითხეთ სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია, ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა. არ მინდა ახლა, ბიძია ენაცვალოს და რაღაცები დავიწყო, ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი რომ არის, აი რა? არ უნდა ჰქონდეს არანაირი გასაქანი ცხოვრებაში? აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სხვა დისშვილიც მყავს და მილიონი ნათესავიც მყავს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა, მე ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია მეთქი", - განაცხადა ელისაშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|