2023-04-04 18:02:30, 1100 ნახვა
კომენტარი
გვარამია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა
ისე მიდის ყველაფერი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც თავისუფლებას და სამშობლოს მომავალს გართმევენ და საკაცობრიო ბოროტების მხარეს მიგათრევენ, მაშინ ბრძოლა მოვალეობად იქცევა. "ისე მიდის ყველაფერი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა. ყველას შევახსენებ, რომ როცა თავისუფლებას გართმევენ, როცა სამშობლოს მომავალს ართმევენ, როცა საკაცობრიო ბოროტების მხარეს მიგათრევენ, მაშინ ბრძოლა მოვალეობად იქცევა. ეს ბუნებითი სამართლის კანონია, იმ სამართლის, რომელიც ყველა დაწერილ ნორმამდე არსებობდა და რომელიც ყველა დაწერილ ნორმაზე მაღლა დგას. ასევე, იმასაც შეგახსენებთ, რომ თამაშის წესები თუ მხოლოდ ჩვენთვის იწერება და პატარა ჯგუფზე ის სრულად არ ვრცელდება, ეს არაა სამართლის უზენაესობა და მართლწესრიგი, ეს - მონობაა, რისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" გვანიჭებს. თავისუფლება ლაზარეს! შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 2 აპრილს, 21 წლის ახალგაზრდის უფლებადამცველმა, ლიკა ბითაძემ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვა. გუშინ, 3 აპრილს ადვოკატმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს, დაკავების შემდეგ, დაემუქრნენ - იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, 21 წლის ახალგაზრდას პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. ლიკა ბითაძის აღნიშნულ განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ბრალდებულმა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ისარგებლა და რომ "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ". ავტორი: ექსპრესნიუსი, Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|