2023-04-03 18:16:57, 991 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველის ახალი მოადგილე - მე და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ეს უხერხულობას არ მიქმნის
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოადგილეების პოსტზე ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე წარადგინა. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია. ნათია ჯულუყიძის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ ის ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან, მან შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მიიღო, რომელიც არის ლევან იოსელიანი და მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. "კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ, უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, მე მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. მე შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მივიღე, რომელიც არის იოსელიანი, რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ჯულაყიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო
ლევან დავითაშვილი - სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|