2023-04-03 17:50:39, 835 ნახვა
კომენტარი
გრიგორიადისის ადვოკატი - დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ის აღიარებით ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მის მეგობარს დაიჭერდნენ
ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლია ბითაძემ პენიტენციურის დატოვების შემდგომ განაცხადა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები ადვოკატის ნაწილში დაირღვა, კერძოდ, ლაზარეს არ მისცეს საშუალება, რომ ადვოკატთან დაერეკა, შემდგომ კი დაემუქრნენ, რომ, იმ შემთხვევაში თუ ის ხელს არ მოაწერდა აღიარებით ჩვენებას, მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ. "ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები. დაირღვა უფლებები ადვოკატის ნაწილში - იგი ითხოვდა ადვოკატს და არ მოუყვანეს. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი, უთხრეს დაერეკა ადვოკატისთვის და რომ აკრიფა ტელეფონის კოდი, გამოგლიჯეს ხელიდან. უნდოდათ კოდის გაგება და ადვოკატთან არ დაარეკინეს. არ იცის სახელი და გვარი, ჰგავდა დეპარტამენტის უფროსსო, შემოვიდა და მითხრა, რომ ადვოკატს არ მოგვიყვნდაო. ასევე, ამბობს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მივცემდი, იმ შემთხვევაში, ჩემს მეგობარს გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენო. ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო და პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებასო" - განაცხადა ლია ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|