16:36 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 20:00:15, 642 ნახვა

კომენტარი
სასტუმრო „ამბასადორი“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანძარი სასტუმროს ერთ-ერთ ფლიგელში 18:10 საათზე გაჩნდა, სასტუმროს ადმინისტრაციამ კი თავისმხრივ პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია მოახდინა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხანძრის გამომწვევ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება იკვლევს.

"დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.

მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია", - წერია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როთი - სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება
ბოკუჩავა ხელისუფლებაზე - მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააღვივებს პროტესტის მუხტს
ბრიტანეთის საელჩო - მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს
აპარატი - პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics