2023-03-27 22:30:51, 671 ნახვა
კომენტარი
ხაჭაპურიძე - ევროკავშირის კონსილიუმს კავშირი აქვს ხელისუფლებასთან, ხელისუფლება ამას მალავს და სხვადასხვა უწყებაში „აბურთავებს“
ევროკავშირის კონსილიუმს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ ვიცით, ვინ არიან შემადგენლობაში. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს, სხვადასხვა უწყებაში „აბურთავებს“ , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ დილით შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი კი როგორც თავად ადვოკატი აღნიშნავს მეორე არ არსებობს. „წარმოუდგენელია ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში გყავდეს, რომელზეც უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დილით შეიძლება გავიღვიძო და გვითხრან, რომ გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს დამერწმუნეთ, მსოფლიოში ალბათ, მეორე არ არსებობს. არ ვიცი რუსეთში თუ ჰყავთ, მაგრამ ვიცი, რომ ნავალნი ასეთ ვითარებაში არ ჰყავთ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|