2023-03-24 13:04:57, 618 ნახვა
კომენტარი
ბრეგაძე - საქართველოში არსებობს სამართლებრივი წესრიგი, ეს არის სუვერენული სახელმწიფო და არა „ნაციონალური მოძრაობის" ორღობე
საქართველოში არსებობს სამართლებრივი წესრიგი, ეს არის სუვერენული სახელმწიფო და არა „ნაციონალური მოძრაობის" ორღობე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის თემაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სააკაშვილს არ აძლევენ მკურნალობის უფლებას, რაც ძალიან დიდი ტყუილია. „ისინი ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ ელემენტარულ მოთხოვნებს; წარმოადგინონ ექიმთა სია, რომლებსაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი მსჯელობა. ბუნებრივია, შეიძლება ადამიანები შევიდნენ შეცდომაში, როდესაც მიზანმიმართულად მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მას არ აძლევენ მკურნალობის უფლებას. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. დღემდე ჩვენ არ გვაქვს ამ ექიმების სია და, შესაბამისად, ამ საკითხზე ვერც ვიმსჯელებთ. სხვა რა არის ამ კამპანიის მიზანი, თუ არა ის, რომ, უბრალოდ, არსებობდეს ილუზორულ წარმოსახვაში ექიმების შეშვების მოთხოვნა, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებდე. ეს არის სიმართლე ამ საკითხის შესახებ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|