04:27 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 13:00:01, 569 ნახვა

კომენტარი
ბრეგაძე - „ნაცმოძრაობა" არ ტოვებს არცერთ შანსს, რომ არ გამოიყენოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ნაციონალური მოძრაობა" არ ტოვებს არცერთ შანსს იმისას, რომ არ გამოიყენოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა იმისთვის, რომ რაიმე  ფორმით მოახდინოს საკუთარი რეინკარნაცია",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის თემაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ავტომატურად ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის პოლიტიზება

„რაც ხდება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, ეს, რა თქმა უნდა, არახალია და მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის შემდგომ დაიწყო მთელი ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება, და მაშინ გააქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად ეს აწყობთ. როგორც ყველანი ვხედავთ, როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნაკლებად ქვეყანაში დაიძაბება – და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიაში, არასოდეს არ არის აბსოლუტური სიმშვიდე, მაშინ ავტომატურად ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის პოლიტიზება და, ბუნებრივია, ამით დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა", საკმაოდ დაქსაქსული პარტია, ცდილობს, რაიმე ფორმით მიიპყროს ყურადღება. ანუ აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ამ ადამიანს უნდა, რომ იყოს თავისუფალი, და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა" არ ტოვებს არცერთ შანსს იმისას, რომ არ გამოიყენოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა იმისთვის, რომ რაიმე სახის ფორმით მოახდინოს საკუთარი რეინკარნაცია. თუმცა, ბუნებრივია, ამის მცდელობის საშუალებას, ჩვენ მრავალგზის ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, მათ არ მივცემთ, რომ საქართველოში არ აღსრულდეს სასჯელი და არ აღსრულდეს სამართალი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯილი და მე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულმხურვალე სურვილებს გიგზავნით
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics