2022-09-19 12:11:45, 2152 ნახვა
კულტურა
ევრონიუსის გადამღები ჯგური აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს
გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, ტურისტებისთვის მიმზიდველ და სწრაფად განვითარებად ქალაქზე გაკეთდება, რომელიც ზღვასთან ერთად მოგზაურებს მთის მრავალფეროვან და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს. ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა და მას 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს. ევრონიუსის გადამღები ჯგუფის რეგიონში მოგზაურობას წინ უძღოდა აჭარის ერთვიანი სატელევიზიო რეკლამა ევრონიუსზე, რომლის ფარგლებშიც ევრონიუსის მაყურებელი რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს ეცნობოდა. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან [ვიდეო]
მდინარაძე - დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს - დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა
„ბათუმობის“ დღესასწაულის ფარგლებში, საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|