2022-04-14 13:32:46, 2874 ნახვა
კულტურა
აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების გზამკვლევი მომზადდება
აჭარაში ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი მომზადდება.- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „აჭარა განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია თავისი ავთენტურობით, იმ არამატერიალური კულტურული ღირებულებებით და წეს-ჩვეულებებით, რომელიც განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოინახა ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი არაერთი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობას, სულიერ კულტურას, საზოგადოებრივ და საოჯახო ყოფას, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. ტრადიციები ხასიათდებიან მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობით და ინახავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას აჭარის ეთნიკური თავისებურებების, აქაურთა ხასიათის, თვითმყოფადობის, კულტურული იდენტობის შესახებ. აღნიშნული გზამკვლევის მიზანი ამ ტრადიციების ასახვა და პოპულარიზაციაა, რადგან სწორედ მათში ვლინდება ეთნოსის უნივერსალობა. მართალია ხალხურმა ტრადიციებმა და რიტუალებმა განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დღესაც მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი წლის ბოლოსთვის მომზადდება და მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს დაეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის მომსახურების სფეროში დაინტერესებული პირებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის” , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა თავის მოქალაქეებს, არ ეწვიონ რუსეთს
მოსკოვში ტერორიზმის ბრალდებით ქართველი ულტრამემარჯვენე დააკავეს, რომელიც ბათუმში ბარების პოგრომშია ეჭვმიტანილი
მმართველი პარტიის შეკრების გამო ხვალ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
დღეს, თბილისში ე,წ გამჭირვალობის კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში გაიმართება
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|