17:50 - 28 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 21:30:07, 2908 ნახვა

კულტურა
21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბი KHIDI მუშაობას 3 დეკემბერს განაახლებს

21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბი KHIDI მუშაობას 3 დეკემბერს განაახლებს.

საკლუბო ღამეზე დასწრება მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე ადამიანებს შეეძლებათ:

•    სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ; 
•    ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;
•    ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

"კლუბი KHIDI-ს გადაწყვეტილება ეფუძნება პირველ დეკემბერს მთავრობის მიერ შემოღებულ მწვანე პასპორტის სისტემას, სადაც კოვიდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ შევიდნენ შემდეგ ობიექტებში: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ჩამონათვალში კვლავ არ არის ღამის კლუბები. აღსანიშნავია, რომ საკლუბო ინდუსტრია ერთადერთი სფეროა, რომელმაც სრულფასოვნად ჩაატარა ორი საპილოტე კვლევითი წვეულება, კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, ღია და დახურულ სივრცეებში. უკანასკნელი კვლევითი ღონისძიება 8 ოქტომბერს ჩატარდა კლუბში KHIDI, სადაც ვირუსის გავრცელების დადებითი მაჩვენებელი 0,5% იყო", - წერია KHIDI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მღვდელმთავარი ე.წ გამჭირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს იუდას ადარებს
რუსეთის რეჟიმმა Associated Press და Reuters-ის ჟურნალისტები დააკავეს
მმართველი პარტია, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოვებულ სხდომას მართავს
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics