2015-10-04 10:40:56, 1021 ნახვა
საზოგადოება
მედეა ტუღუში: ოჯახის ექიმს უნდა შეეძლოს ყველა თერაპიული პათოლოგიის მართვა
ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას რიგითი ექიმები დადებითად აფასებენ. როგორც „ავერსის“ კლინიკის ალერგიოლოგი მედეა ტუღუში მიიჩნევს, რეფორმა ცალსახად დროული და მიზანმიმართული უნდა გამოდგეს. ტუღუშის მოსაზრებით აუცილებელია ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინა პლანზე წამოწევა, ვინაიდან სწორედ ოჯახის ექიმები არიან ის ადამიანები, ვისაც პირველადი შეხება აქვთ პაციენტთან და ვინც შემდგომი ორიენტაცია უნდა მისცეს მათ. „ოჯახის ექიმს უნდა შეეძლოს ყველა თერაპიული პათოლოგიის მართვა, ის უნდა იყოს ორიენტაციის მიმცემი პაციენტისთვის. დღეს თითქოს უფრო გაიოლებულია ეს საქმე და ოჯახის ექიმებსაც სათანადო სერიოზულობით არ უყურებენ, არადა რეალურად ეჯახის ექიმი არის სწორედ ის ადამიანი რომელსაც პირველი შეხება აქვს პაციენტთან და მასზეა პაციენტის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდწილად დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ოჯახის ექიმის წინა პლანზე წამოწევა სრულიად გამართლებულია, ვიანიდან ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ეს შეამცირებს ხარჯებსაც. რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი იქნება კვალიფიციური და სრულყოფილად უნდა შეასრულოს თავისი საქმეს. წარმოიდგინეთ, რამდენის დაზოგვას შეძლებს სახელმწიფო და პაციენტიც, როდესაც ის კი არ მივა ვიწრო სპეციალისტთან და ცალ–ცალკე კი არდაიწყებს ყველაფრის კვლევას, არამედ მივა ოჯახის ექიმთან და ის შემდეგ სწორ ორიენტაციას მისცემს პაციენტს“, – აცხადებს მედეა ტუღუში. „პირადი გამოცდილებიდან და იმ ექიმებზე დაყრდნობით, ვისთანაც შეხება მაქვს, შემიძლია განვაცხადო, რომ ნამდვილად არ არიან ჩვენი ექმები დაბალი კვალიფიკაციის. რა თქმ უნდა, კარგი იქნება ტრენინგების ინტენსიფიკაცია, სადაც ექიმები შეძლებენ ინფორმაციის გაცვლას და ცოდნის გაღრმავებას, ასევე კარგი იქნება მეტი კოორდინაცია იყოს ექიმებს შორის, რათა მათ შეძლონ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება. ასევე მინდა შევეხო ექიმების ანაზღაურებასაც, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს,“ – განაცხადა ტუღუშმა. ექიმი მედიკამენტების ფასების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ფასები მაღალია, თუმცა ამ კუთხით არ ვართ გამონაკლისები, რადგან ხარისხიანი მედიკამენტი იაფი არასოდეს ღირს. „ამის მიხედავად უნდა ინახოს გზა, რომლითაც ფასები დაბალანსდება, რათა ადამიანები არ დარჩნენ მკურნალობის და მედიკამენტების გარეშე და აქ გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობაც“, – მიაჩნია ტუღუშს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
სუს-ი - სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|