2021-02-01 17:18:52, 5106 ნახვა
ციტატები
მეუფე საბა გვარამიას: პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით და გამოგიგზავნით
"რამოდენიმე წლის წინ ძალიან უტიფარი და კადნიერი ჯგუფი თუ საქმიანობის ხალხი გამოჩნდნენ, რომლებიც ჯერ ჩუმად, შემდეგ სახალხოდ, სააღდგომოდ აპირებდნენ გამოშვებას, მაპატიეთ კიდევ ერთხელ, პრეზერვატივების, რომლებზეც უნდა დაეწერათ თამარი მეფის სახელი. ეს მე ერთ-ერთმა პირველმა გავიგე, როგორც მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, დავურეკე მეუფე თეოდორეს და ავტეხეთ ერთი ამბავი, მერე იქ რა იყო, ამაზე განცხადება გაკეთებულია ეკლესიის მიერ და ჩვენ, ნუ, მკაცრად გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ და მემგონი ეს მაშინ ვერ მოხერხდა. აი, იმ სიუჟეტის შემდეგ, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს არ ვიცი, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბას და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვი. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლში და შენს კაბინეტში მოიკითხე, თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით...
ასე გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, სადაც მის ბიზნესინტერესებზე იყო საუბარი. ავტორი: ექსპრესნიუსი, გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|