01:37 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-04 14:20:53, 365 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიაში წვიმების შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაკარგულად ითვლება

ბრაზილიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე  შტატ რიო გრანდე-დუ სულში ძლიერმა წვიმამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 70-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. 

მათივე ინფორმაციით,რამდენიმე ქალაქში გზები და ხიდები განადგურდა. გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ქარიშხალმა გამოიწვია მცირე ჰიდროელექტროსადგურის სტრუქტურის ნაწილობრივი ნგრევაც. არსებობს ქალაქ ბენტო გონსალვესში მდებარე კაშხლის ნგრევის საშიშროებაც. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

"შტატში, რომელიც ურუგვაისა და არგენტინას ესაზღვრება, ძლიერმა წვიმებმა 497 ქალაქიდან ნახევარზე მეტი დააზარალა. 24 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა", - აღნიშნულია მედიის ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics