02:37 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 15:54:19, 337 ნახვა

საზოგადოება
აპარატი - პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ

პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში 3 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი და სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები მოინახულეს.

"რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას. ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს  არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.

სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ",- ნათქვამია აპარატის ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics