20:33 - 18 May, 2024
2024-04-29 11:25:51, 288 ნახვა
რეგიონი
სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. „პროექტი რეგიონების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|