03:15 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 19:07:46, 375 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს

უნგრეთს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, ჩვენ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება კანონის უზენაესობასთან და კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

“ევროპის გაერთიანებამ, ასევე დიდი სტიმული მისცა ეკონომიკას, რადგან ერთიანი ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ორ ათწლეულში ევროკავშირის შიდა ვაჭრობა 40 პროცენტით გაიზარდა, ათ ახალ წევრ ქვეყანაში 6 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა განახევრდა. დღეს ევროპაში უზარმაზარი ქსელი გადის, რომელიც შედგება მაგისტრალების, სარკინიგზო ხაზების, მილსადენებისა და მონაცემთა გადაცემის კაბელებისგან.

ათეულის გაწევრიანებამ მეტი წონა და მნიშვნელობა შესძინა ევროკავშირს. შეიცვალა ჩვენი ხედვაც, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირისგან მიიღეს. მათ ბევრი რამ გვასწავლეს კრემლისა და პრეზიდენტ პუტინის მოქმედების შესახებ და ამან გაზარდა ჩვენი სიფხიზლე. როდესაც 27 წევრი სახელმწიფო და 450 მილიონი ადამიანი ერთად მუშაობენ, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. მაგრამ გაფართოების უზარმაზარი სარგებელი გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics