2024-04-25 17:02:56, 283 ნახვა
საზოგადოება
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია. ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 27 და 28 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ პრემიერა გაიმართება. „უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შეთავაზებს მაყურებელს. „უცნაური მისის სევიჯი“ რწმენას და იმედს არ კარგავს, რომ სიკეთის, თანაგრძნობის და თანადგომის უნარი ჯერ კიდევ შესწევს კაცობრიობას. რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს, ოცნებებსაც კეთილი და უანგარო ადამიანები ასრულებენ.
ავტორი: R (რეკლამა), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|