2024-04-22 14:31:42, 294 ნახვა
რეგიონი
ქედაში, დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს დასუფთავება, თუ მეტი ხის დარგვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დაბა ქედაში, ამ დღესთან დაკავშირებით ყადირ შერვაშიძის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. "ასევე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|