2024-04-20 11:22:26, 292 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რაჭის რეგიონისთვის დაცული ტერიტორიის შექმნის პოტენციალის შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმნიშვნელოვანესია, რათა მოსახლეობა გაეცნოს დაცული ტერიტორიების დაარსებით მიღებულ შესაძლო სარგებელს რეგიონული განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონტექსტში. “მიმდინარე ეტაპზე, რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით. საინფორმაციო შეხვედრები გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გოპა“ წარმომადგენლების ჩართულობით. მომდევნო ეტაპზე შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გაგრძელდება”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|