02:37 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 14:53:46, 1148 ნახვა

სპორტი
ირაკლი ბურჭულაძე - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით

ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და იმის აღიარება, რომ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებს უდიდესი პოტენციალი აქვს. დავიმსახურეთ საერთაშორისო ექსპერტების ნდობა, აღიარება, შესაბამისად,  ფრირაიდის მსოფლიო ტურსაც ღირსეულად ვუმასპინძლებთ, ისე, როგორც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 2024 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე,   ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. 

აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება ხვდათ წილად. 

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება  უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics