02:45 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 16:31:40, 1393 ნახვა

კომენტარი
დეგნანი დასანქცირებულებზე - დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას ხელს უშლიან

სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

მისივე თქმით, ყველაფერი რაც აშშ-მა საქართველოსთვის გააკეთა წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატიის მშენებლობას ემსახურებოდა.

“ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ კეთილდღებაში და არიან ევროპული ოჯახის წევრი, ყველაფერი რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატია. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მტკიცე ინსტიტუტების მშენებლობას და სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, მათ ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა და ეს მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ. როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ გამოცხადდა ეს სანქციები გუშინ”, - განაცხადა კელი დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics