2023-04-05 23:51:57, 1390 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები
პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი, ამ განცხადებაში, და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, მსგავსი განცხადების გამოქვეყნებით პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "გასვარეს", რაც თავის მხრივ შემაშფოთებელია. "მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით. მე პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი, ამ განცხადებაში, და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. მე ასე ვიტყოდი. კორუფციაში ფული არ იგულისხმება, როგორც მოგეხსენებათ მარტო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, ხო. მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომლებიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს", - განაცხდა კობახიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|