11:18 - 13 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 13:22:24, 248 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მარიამ ბანძელაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიასა და ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებაზე. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოება.

მიხეილ სარჯველაძემ  გაეროს მოსახლეობის ფონდს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაიფიცნენ და მსვლელობას აწყობენ - ვიდეო
ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტიის დეპუტაციამ კომიტეტის სხდომა ერთ წუთსა შვიდ წამში დაასრულა - ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი
ომბუდსმენი - პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი კვლავ დაფიქსირდა
სსს - სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics