2024-04-26 16:27:50, 293 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. "გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები მედიის, მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტურიზმის ფორუმი, სადაც დეპარტამენტის მენეჯმენტმა რეგიონის ტურისტულ მიღწევებზე ისაუბრა. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისააგენტოების მომწვევას რეგიონში, რითიც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოზიციონირება 20-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე განახორციელა",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|