2024-04-25 16:08:15, 418 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სერგო ჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა მიულოცეს. "სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე, ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარებისა და მოდერნიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის დაჯილდოვდნენ მედლებით - "გენერალი კვინიტაძე", ხოლო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლებით - "სამშობლოსთვის თავდადებული". ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის საშტატო იარაღი, ასევე, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მედლები - „გიორგი ანწუხელიძე" გადაეცათ. ლოჯისტიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც გაიმართა",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|