2020-11-21 16:37:32, 13108 ნახვა
ირაკლი ღარიბაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. “საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მეორე ტური მშვიდ პროცესებში მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის თქმით, დღეს პოლიტიკოსებს მიეცათ შესაძლებლობა რეალურად დაამტკიცონ, სახელმწიფოებრივად მოიქცევიან თუ არა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|